A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 257

საკრებულოს აპარატის განცხადება - ხონის მუნიციპალიტეტი - old.khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55
საკრებულოს აპარატის განცხადება

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1-ლი ივნისის N239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018 წლის 13 აგვისტოს დარეგისტრირდა საინიციატივო ჯგუფის მომართვა ჭანტურიას ქუჩის ერთი ნაწილისა და გამსახურდიას ქუჩის გარკვეული მონაკვეთისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის აწ გარდაცვლილი რომან გვენცაძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ინიციატივა შესასრულებლად დაეწერა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიას, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-6 და მე- 8 პუნქტების საფუძველზე, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით საჯარო განხილვას გამართავს 2018 წლის 27 აგვისტოს 12 საათზე.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1- ივნისის N239 დადგენილების საფუძველზე დაინტერესებულ პირებს თავიანთი წინადადებების წარმოდგენის უფლება აქვთ 2018 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (მისამართი: ხონი პ.კაკაბაძის N17 საკრებულოს შენობა მესამე სართული).