მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1-ლი ივნისის N239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018 წლის 4 აპრილს დარეგისტრირდა ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მომართვა, რომელიც შეეხება ქალაქის მე-2 საჯარო სკოლისათვის მეცენატის და ხონის დიდი მოამაგის ივანე შარაშიძის სახელის მინიჭებას, ასევე ქალაქის მე-4-ე საჯარო სკოლისათვის კიტა და აკაკი ჩხენკელის სახელის მინიჭებას და იქვე მიმდებარე ირაკლი აბაშიძის ჩიხისთვის ძმები ჩხენკელების სახელის წოდებას, ასევე თავისუფლების მოედნისთვის ივანე შარაშიძის სახელის მინიჭებას.
აღნიშნული ინიციატივა შესასრულებლად დაეწერა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიას, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-6 და მე- 8 პუნქტების საფუძველზე, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით საჯარო განხილვას გამართავს 2018 წლის 19 და 20 აპრილს 12 საათზე.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1- ივნისის N239 დადგენილების საფუძველზე დაინტერესებულ პირებს თავიანთი წინადადებების წარმოდგენის უფლება აქვთ 2018 წლის 18 აპრილის ჩათვლით ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (მისამართი: ხონი პ.კაკაბაძის N17 საკრებულოს შენობა მესამე სართული).