მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1-ლი ივნისის N239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018 წლის 28 თებერვალს დარეგისტრირდა ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივა, რომელიც შეეხება სოფელ ნახახულევში კობეშავიძეების უბნისთვის „დავით კობეშავიძის“ სახელის მინიჭებას, ასევე 2018 წლის 1 მარტს დარეგისტრირდა საზოგადოება „ხონელი“-ს განცხადება ბაგრატიონის ქუჩის დასაწყისში არსებული სკვერისთვის ღვაწლმოსილი მანდილოსნის ნორა მამფორიას სახელის მინიჭების თაობაზე და ქართველი რეჯისორის და მსახიობის ნანა მჭედლიძის სახელის უკვდავსაყოფად წმინდა გიორგის ტაძრის უკანა ქუჩის გარკვეულ მონაკვეთისათვის ნანა მჭედლიძის სახელის მინიჭების თაობაზე.
აღნიშნული ინიციატივა შესასრულებლად დაეწერა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიას, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-6 და მე- 8 პუნქტების საფუძველზე, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით საჯარო განხილვას გამართავს 2018 წლის 21, 23 მარტს 12 საათზე.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1- ივნისის N239 დადგენილების საფუძველზე დაინტერესებულ პირებს თავიანთი წინადადებების წარმოდგენის უფლება აქვთ 2018 წლის 20 მარტის ჩათვლით ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (მისამართი: ხონი პ.კაკაბაძის N17 საკრებულოს შენობა მესამე სართული).