სიახლეები
ზურაბ აბზიანიძეს იუბილე მიულოცეს
- 06/02/2019
ხონის სახალხო თეატრის მსახიობს,სხვდასხვა საერთაშორისო ფესტივალის მრავალგზის ლაურეატს ზურაბ აბზიანიძეს დაბადებიდან 77 წლის იუბილე და სასცენო მოღვაწეობის 65 წელი ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მანანა გოფოძემ მიულოცეს, იუბილარს საპატიო დიპლომი და ჯილდო უსახსოვრეს და მუნიციპალიტეტის მერის ლადო ჯურხაძის გულითადი მილოცვა გადასცეს.
საზეიმო შეხვედრა ხონის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა , სადაც ღვაწლმოსილი მსახიობის პატივსაცემად და მისი მოღვაწეობის დასაფასებლად ძველი და ახალი თაობის მსახიობები იყვნენ შეკრებილნი.
ზურაბ აბზიანიძის მოღვაწეობა ქართულ თეატრსა და კინოში 70 - ზე მეტ როლს ითვლის.სხვადასხვა დროს ის ხონის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.