სიახლეები
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა
- 30/01/2019
ხონის მუნიციპალიტეტში დეკემბრის თვეში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკის შენობების სახურავების აღდგენითი სამუშაოები დასრულდა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქ. ხონში, სოლომენ მეორის ,ჭანტურიას,გურამიშვილის ,მოსე ხონელის და ბაგრატიონის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, სოფლების საწულუკიძეოს, პატარა ჯიხაიშისა , ქუტირის საბავშვო ბაღებისა და სოფელ ქუტირის ბიბლიოთეკის შენობების სახურავებს.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები საქართველოს მთავრობის განკარგულებით დაფინანსდა და სამუშაოები შპს ,, TU-KA,, -მ შეასრულა.