A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 257

სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - old.khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

სოციალურ პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა

- 10/10/2018



აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯუნგლი გოდერიძე და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ამირან კინწურაშვილი ესწრებოდნენ.

მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა ლეილა კინწურაშვილმა დაწესებულების მედ პერსონალს სოციალურ პროგრამაში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები გააცნო და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ახალი დადგენილება ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ,,სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის,, დამტკიცების შესახებ საკრებულომ 2018 წლის 17 აგვისტოს მიიღო და მასში ხონის სოციალური განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის 2018 წლის სამოქმედო გეგმაში გაწერილი პრობლემეტური საკითხები აისახა.

ცვლილებები შეეხო არსებულ პროგრამებს და დამატებით ძალადობის მხვერპლის სტატუსის მქონე ქალების, 15 წლამდე შშმ ბავშვთა საკურორტო მომსახურების, 18 წლამდე ასაკის მქონე სმენადაქვეითებულ ბავშვთა და პირველი ჯგუფის მქონე უსინათლოთა დახმარების პროგრამების ამოქმედება გახდა შესაძლებელი.

საინფორმაციო შეხვედრები, ცვლილებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, ადმინისტრაციულ ერთეულებში გაგრძელდება.