A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 257

სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - old.khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ქალაქ ხონის №1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

- 25/09/2018



ქალაქ ხონის №1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ 312 000 ლარით დაფინანსდა და სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შ.პ.ს. „პარმაღი“ შეასრულა.
დღეს, საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ილია ყუფარაძემ მოინახულეს.
აღნიშნულ ბაღში 130-მდე ბავშვი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს 1 ოქტომბერს დაიწყებს.
„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია მომავალი თაობების განათლებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე ქალაქ ხონში #1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ახალი სასწავლო წლიდან პატარებს ყველანაირი პირობა ექნებათ სააღმზრდელო პროცესის მაღალი სტანდარტებით წარმართვისთვის.
პროექტის ფარგლებში შენობაში სრულად გარემონტდა ოთახები, შეიღება კედლები და ჭერი, მოეწყო ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდა სველი წერტილები, საკანალიზაციო სისტემა, ელექტრო გაყვანილობა და შეიღება შენობის გარე ფასადი. სააღმზრდელო დაწესებულება ახალი ავეჯით, სამზარეულო ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. ამ მიმართულებით, წელსვე განხორციედება კიდევ ერთი პროექტი და სოფელ გოჩა-ჯიხაიშის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების ტიპის შენობით ჩანაცვლდება“ - განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.