სიახლეები
პროგრამა "დანერგე მომავალი"-ს ფარგლებში კიდევ ერთი ბაღი გაშენდა
- 07/02/2019

ლადო ჯურხაძემ ხონის მუნიციპალიტეტში 20 ჰა-ზე გაშენებული ტყემლის ბაღი დაათვალიერა.
ივანე შენგელიამ ბაღი „დანერგე მომავალის“ ფარგლებში გააშენა, სადაც ადგილობრივები არიან დასაქმებული.
ასევე, მიმდინარე წელს ხონში პროგრამის ფარგლებში 2, 6 ჰა-ზე გაშენდა ჟოლოს პლანტაციები.
პროგრამა „დანერგე მომავლის" მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში მრავალწლოვანი ინტენსიური ბაღების გაშენება და თანამედროვე ტიპის სანერგე მეურნეობების მოწყობა.