A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 257

სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - old.khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

პროექტი ,,გადავარჩინოთ კოლხური ოდები გრძელდება,,

- 01/10/2018



სახალხო მხატვარი  რეზო ადამია ხონის მუნიციპალიტეტს ესტუმრა და პროექტისათვის ,,გადავარჩინოთ კულხურ - მეგრული ოდები,, მხატვრული ტილოები შექმნა.

მხატვარმა ოდების გადარჩენაზე ზრუნვა   ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა   კოლხურ ოდებს 45 წელია ხატავს დამისი კოლექცია ათეულობით ნამუშევარს მოიცავს.

პროექტით  მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე დაინტერესდა და მხატვრის მუშაობის პროცესს გაეცნო.

ლადო ჯურხაძე: ,, დიდებულ საქმეს ემსახურება, ბატონი რეზო.   ქართული და ეროვნული სულისკვეთებით დიდ ენერგიას ხარჯავს და ,, კოლხური ოდების,,  ულამაზესს ვერნისაჟს ქმნის. მიხარია , რომ მის შემოქმედებაში  ხონში შემორჩენილი ოდებიც აისახა და ამ  კეთილი საქმის თანაზიარი გაგვხადა  . ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება და,  მჯერა , რომ ,,კოლხური ოდები,, სათანადო ადგილს დაიკავებს  მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა შორის,, .

რეზო ადამია: ,,კოლხური ოდა,, , ეს ხის უნიკალური არქიტექტურა, ისეთივე მნიშვნელოვანი ძეგლია ჩვენი კულტურული საგანძურისა, როგორც ქვის  ,,სვანური კოშკი,,. მათზე ზრუნვაა საჭირო და ეს თითოეული ჩვენგანის ვალია. შესაძლოა,   20 - 30 წლის შემდეგ ,,კოლხური ოდა,,   სრულიად გაქრეს. ვხატავ მათ , რადგან   ჩემი ნამუშევრები დარჩება და თაობებს მოუთხრობს კოლხების უძველესი და უნიკალური საცხოვრისის შესახებ. გარდა ამისა, ჩემი  სურვილია, რომ იუნესკომ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში კოლხური ოდა-სახლები ოფიციალურად შეიტანოს .

რეზო ადამია ხონში მუშაობას პერიოდულად განაახლებს და მუნიციპალიტეტში შემორჩენილ კოლხურ ოდებს ახალ სიცოცხლეს მისცემს.