სიახლეები
მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 11/02/2019
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სამსახურების ხელმძრვანელებისაგან გასული კვირის ანგარიში მოისმინა და სამომავლო პროექტებსა და განსახორციელებელ აქტივობებზე ისაუბრა.
კვირის ბოლომდე საკრებულოს წარედგინება სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში დასახლებების საერო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების შედეგად შერჩეული პროექტების ნუსხა.
უახლოეს დღეებში დასრულდება სოფელ გოჩა- ჯიხაიშის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.
15 თებერვლიდან მუნიციპალიტეტში იკრძალება გარე ვაჭრობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთელი კვირის განმავლობაში მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მოვაჭრეების ინფორმირებულობას უზრუნველყოფენ.
მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარში გადაყვანის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები გატარდება.
მერიის სამსახურები საკრებულოს წინაშე ანგარიშის წარსადგენად ემზადებიან.
სამუშაო შეხვედრის დასასრულს ხონის მუნიციპალიტეტის მერმა სამსახურების ხელმძღვანელებს კოორდინირებული და ეფექტური მუშაობისაკენ მოუწოდა.