A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 257

სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - old.khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

- 06/02/2019



  ხონის  მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ  ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა.


თათბირზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  ჩატარებული დასახლებების საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები შეაჯამეს, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული პროექტების შესახებ ისაუბრეს და  განიხილეს სხვა მიმდინარე საკითხები. 

  ,, გაზაფხულიდან აქტიურად დაიწყება სოფლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება და მინდა მაქსიმალურად მობილიზებული შეხვდეთ ამ პროცესს. თითოეული პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია სოფლისთვის, მოსახლეობისთვის და ჩვენი ჩართულობით უნდა უზრუნველვყოთ  პროექტების ეფექტურად და ხარისხიანად განხორციელება ,, - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.