სიახლეები
მერიაში ოთხშაბათის თათბირი გაიმართა
- 22/11/2018
ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში ოთხშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა.
სამუშაო შეხვედრას , რომელსაც მერის მოადგილე გერასიმე მჟავანაძე უძღვებოდა, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს , რომელთა განხორციელებაც ზამთრის სეზონისა და უამინდობის დადგომამდე იგეგმება.
გარე - განათების სისტემის მოწესრიგება, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა- მოშანდაკება, სანიღვრე არხების გაწმენდა თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად განხორციელდება.