A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 257

სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - old.khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ლადო ჯურხაძემ მუშაობის ერთი წელი შეაჯამა

- 27/11/2018



 

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ საზოგადოებას 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე განხორციელებული პროექტების, პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ინფრასტრუქტურა, სოციალური საკითხები, სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურა , ტურიზმი და 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მერმა ვრცლად ისაუბრა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

,, ვფიქრობ , რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ: მოწესრიგდა საგზაო და ტურისტული ინფარსტრუქტურა, მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი, გაფართოვდა არსებული გარე - განათებების ქსელი, აღდგა ხიდ- ბოგირები და სანიაღვრე არხები,  გარემონტდა საბავშვო ბაღები, შენდება ისუტიციის სახლი და მესამე საჯარო სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება.

გარდა ამისა, ცვლილებები განხორციელდა მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამაში, რამაც საშუალება მოგვცა კიდევ მეტი მოწყვლადი ჯგუფისათვის  გაგვეწია  დახმარება.

ახალი პროგრამები ხორციელდება სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გვაქვს გეგმები, ვმუშაობთ განუწყვეტლივ და დარწმუნებული ვარ , რომ მომავალი წელი გაცილებით წარმატებული იქნება,, - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.