A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 257

სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - old.khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

- 20/10/2014



მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში ახალი კაკლოვანი მცენარეების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა, სადაც პირველ ეტაპზე 30 ადგილობრივი დასაქმდება. საწარმო „ ედელინგის“ გახსნა ქართულ - გერმანული ინვესტიციით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 8 მილიონი ლარი შეადგინა. საწარმო უახლესი ევროპული ტიპის დანადგარებითაა აღჭურვილი და იქ გადამუშავდება, როგორც ადგილობრივი, ასევე შემოტანილი ნედლეული. უმაღლესი ხარისხის პროდუქტი კი მსოფლიოს რამდენიმე ბაზარზე გავა. საწარმოს გახსნას ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე,მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი და იმერეთის ვიცე- გურბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრენ.