A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 257

სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - old.khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში შიდასასოფლო გზების კეთილმოწყობა გრძელდება

- 20/12/2018



     სოფელ საწულუკიძეოში ცენტრალური გზიდან სოფლის ცენტრამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები დღეს ხონის მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა.

    „ხონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე  მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია, რომ ქალაქისა და სოფლის ყველა მთავარი და შიდა გზა იყოს მოწესრიგებული. ადგილობრივებმა შეძლონ უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. როგორც წინა, ასევე მიმდინარე წელსაც გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ისეთ ქუჩებზე, სადაც აღნიშნული პრობლემა მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა.

მინდა  ხონელებს  ვუთხრა, რომ ეტაპობივად ქალაქისა და სოფლების ყველა ქუჩას მოვიცავთ“- განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.