A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 257

სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - old.khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში სამელიორაციო არხები იწმინდება

- 13/11/2018



 

ხონში სამელიორაციო ქსელის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელ მათხოჯში, ე.წ. ,,მახარაძის არხის,, 5 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება, რომელსაც ორ ათეულ წელზე მეტია მსგავსი მოცულობის აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.

ასევე, საქართველოს სამელიორაციო კომპანიის სპეციალისტები და ტექნიკა მათხოჯსა და ახალშენს შორის არსებულ სარწყავ არხს წმენდს, რომელიც 8 კილომეტრი სიგრძისაა.

ჯამში, ხონის მუნიციპალიტეტში 13 კილომეტრი სიგრძის სარწყავი არხი გაიწმინდება.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და განაცხადა:,, წლების მანძილზე გაუწმენდავი ,,მახარაძის არხი,, მათხოჯის ადმინისტრაციულ ერთეულში ქმნიდა ანტისანიტარიას და წყალუხვობის დროს საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. მიუხედავად უამინდობისა, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს . არხის გაწმენდა მნიშვნელოვანია როგორც სტიქიის პრევენციისათვის, ისე სასოფლო - სამეურნეო თვალსაზრისით. ,,