A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 257

სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - old.khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში მორიგი საკრებულოს სხდომა გაიმართა

- 27/01/2016



  27 იანვარს, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას, როგორც უმრავლესობის ასევე უმცირესობის წარმომადგენლები, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ამირან კინწურაშვილი, ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურის უფროსი გელა ჩოგოვაძე და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ დეპუტატებს დასამტკიცებლად დღის წესრიგი წარუდგინა.
   ამირან კინწურაშვილმა საკრებულოს დეპუტატების წინაშე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხონის მუნიციპალური არქივის“ წესდების ახალი რედაქციით დამტკიცებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საკითხი დააყენა. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირეს.
   გელა ჩოგოვაძემ დეპუტატებს მორიგი ორი საკითხი - მრავალბინიან სახლში მცხოვრები მოქალაქე ნაზი ადამიასა და მრავალბინიან სახლში მცხოვრები მოქალაქე პეტრე მანაგაძის კანონიერ სარგებლობაში არსებული ბინებისათვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ - დასამტკიცებლად წარუდგინა. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტებს მხარი დაუჭირეს.
   გელა ჩოგოვაძემ, ასევე, დღის წესრიგით გათვალისწინებული მეოთხე საკითხი - ხონის მუნიციპალიტეტის კუთვნილი უძრავი ქონების უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით, არსებობის ვადით ა(ა)იპ,, საქველმოქმედო ასოციაცია სათნოების სახლი“- ს დირექციისათვის გადაცემაზე ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ - გააცნო დეპუტატებს, რასაც საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.
   სხდომაზე კიდევ ერთი სახითხი საკრებულოს იურიდიულ,სამანდატო საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ალიკო ვეკუამ წარადგინა, რომელიც „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანას შეეხებოდა. საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ საკითხსაც მხარი დაუჭირეს.