A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 257

სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - old.khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს

- 28/01/2016



  ხონის სასპორტო სკოლაში, საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გამართული საკალათბურთო ტურნირი დასრულდა. სპორტულ ღონისძიებაში საჯარო დაწესებულებებისა და მოყვარულთა 8 გუნდი იყო ჩართული.

  საფინალო დღეს, პირველი ადგილი ღირსეულად მოიპოვა სპორტ-სკოლის გუნდმა, ხოლო მეორე ადგილი ხონი-სამტრედიის ეპარქიის გუნდმა დაიკავა.


საპატიო სიგელები და თასები გამარჯვებულებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს ფულადი ჯილდო - 300 ლარი - გადასცა  ბიზნესმენმა ილია ტყაბლაძემ .

საკალათბურთო ტურნირი  ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.