სიახლეები
ხონში საფეხმავლო ბილიკების კეთილმოწყობა მიმდინარეობს
- 20/12/2018
ქ. ხონში, ჭანტურიას ქუჩის ორივე მხარეზე საფეხმავლო ბილიკების მოასფალტება მიმდინარეობს.
როგორც ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ აღნიშნა პროექტის ფარგლებში ჯამში 1664 გრძივი მეტრი საფეხმავლო ბილიკი მოწესრიგდება, რის შემდეგაც მოსახლეობა შეეძლებს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებას, გალამაზდება ქალაქის იერსახე. აღნიშნული სამუშაოები ქალაქის სხვა ქუჩებზეც არის დაგეგმილი.