A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 257

სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - old.khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში პოლიკარპე კაკაბაძის ბიუსტი გაიხსნა

- 29/09/2018



ხონში, კულტურის ცენტრის წინ ქართველი დრამატურგის პოლიკარპე კაკაბაძის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. 
ინიციატივა ამ ბიუსტის გახსნის შესახებ და ფინანსური მხარდაჭერა ეკუთვნის კონსტანტინე ჩხენკელის სახელობის ხონის კულტურული აღორძინების ცენტრს, რომლის დამფუძნებელიც არის პოეტი ქალბატონი, ხონელი საზოგადო მოღვაწე თინა ჭელიძე.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხონი-ვანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, ქალბატონმა თინა ჭელიძემ და ბიუსტის ავტორმა გიორგი კიკვაძემ.

დღესვე ხონში მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ეროვნული აკადემიის ორგანიზებით, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ქართული იუმორის ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა იმერეთის მუნიციპალიტეტების იუმორისტულმა ჯგუფებმა მიიღეს.


„გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდები. ფესტივალის მთავარი პრიზი ხონის მუნიციპალიტეტის გუნდს “იპოლიტელები“ ერგო. გამარჯვებულებს ფულადი თანხა და საჩუქრები გადაეცათ.