A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 257

სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - old.khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში კულტურის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა

- 23/02/2016



კულტურის სტატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია ხონის მუნიციპალიტეტში მოეწყო.

ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იმერეთში სახელმწიფო–რწმუნებული გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე, საკრებულოსთავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

კულტურის სტრატეგიის მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურის და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც წარმოაჩენს როგორც კულტურის თანდაყოლილ ღირებულებას, ასევე, მის მნიშვნელობას ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებასა და ქვეყნის მდგრად განვითარებაში.

კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი 2014 წლიდან დაიწყო. მთავარი პრინციპები: ღიაობა, გამჭვირვალობა, და ინკლუზიურობაა. აღნიშნულ პროცესში ჩართულია კულტურისა და შემოქმედების სფეროს მოღვაწეები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ექსპერტები და დაინტერესებული პირები.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე ქალაქში 34 შეხვედრა უკვე გაიმართა.