A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 257

სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - old.khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში კენკროვნების გაშენების პროექტის წარდგენა გაიმართა

- 05/10/2018



ხონის მუნიციპალიტეტში კენკროვანი კულტურების გაშენებასა და მცირემაწარმეობის განვითარების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორის მოადგლემ ბესიკ გოფოძემ, ხონის მუნიციპალიტეტის მარმა ლადო ჯურხაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ბადრი ბახტაძემ ხონის მუნიციპლაიტეტის ადმინისტრაციულ ერთთეულებში, კენკროვანი კულტურების გაშენებით დაინტერესებულ მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაცია დაწვრილებით მიაწოდეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“ დაემატა.
ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.

კენკროვანი კულტურების გაშენების პროგრამა იმერეთში ჭიათურის, საჩხერის, ტყიბულის, ხარაგაულის, ბაღდათის, ვანის, ხონის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.