A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 257

სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - old.khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში ჭადრაკის ფესტივალი გაიმართა

- 17/12/2018



 

 ხონის მუნიციპალიტეტმა საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლა. ,, ხონი 2018,,- ში მონაწილეობა იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის 160 - მდე სპორტსმენმა მიიღო.

  ფესტივალს მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორები  ნანა ძაგნიძე და სალომე მელია,ასევე ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 სხვადასხა ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილ პირველ , მეორე და მესამე ადგილზე გასულ სპორტსმენებს თასები და სიგელები გადაეცათ. დაჯილდოვდა ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე.

ფესტივალის ორგანიზატორმა , ხონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ინგა ხურცილავამ გაწეული დახმარებისთვის ხონის მუნიციპალიტეტის მერს ლადო ჯურხაძეს მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

 მასპინძელი მუნიციპალიტეტი მოჭადრაკეებმა ბექა წვერავამ და ერეკლე ჯიშკარიანმა ასახელეს.