A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 257

სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - old.khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში 200 ჰა-ზე მოცვის პლანტაციები გაშენდება

- 08/02/2019



კომპანია „ბლუბერი გარდენი“ ხონის მუნიციპალიტეტში 236 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთზე ლურჯი მოცვის პლანტაციებს გააშენებს. გაშენდება საადრეო და საგვიანო თანამედროვე ჯიშები, რომლებზეც მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. ტერიტორიაზე მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აშენდება მოცვის პირველადი გადამუშავების საწარმო და განვითარდება სამაცივრე მეურნეობა.

ეს იქნება საქართველოში ყველაზე დიდი მოცვის პლანტაცია, სადაც მუდმივად დასაქმებული იქნება 80-მდე, ხოლო სეზონურად 1000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი. 
დაინტერესების შემთხვევაში ადგილობრივები გაივლიან გადამზადების კურსებს და მიიღებენ შესაბამის გამოცდილებას, რაც საკუთარი მეურნეობის განვითარების და დამოუკიდებლად მეწარმეობის დაწყებისთვის დამატებითი შანსი და სტიმულია.
ჯამში 20 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდება.

დღეს, აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში მოეწყო, სადაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს დეტალური ინფორმაცია კომპანიის წარმომადგენელმა მიაწოდა და მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხა. 
შეხვედრას ესწრებოდა ხონის მუნიციპალიტეტის მერი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა და ის პიორიტეტები გამოკვეთა, რაც ადგილობრივების დასაქმების, მეწარმეობის განვითარებისა და სარეალიზაციო ბაზრის არსებობას შეუწყობს ხელს.