A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 257

სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - old.khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში, 15 ნოემბერს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართება

- 14/11/2018



ხონში,15 ნოემბერს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართება.

   სამოქალაქო მჩეველთა საბჭოს წევრებად შერჩეულია სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 17 ადამიანი - დეკანოზი იოანე გედენიძე, დეკანოზი დამიანე ადამია, ვახტანგ წივწივაძე, მურმან ბახტაძე, მარიეტა ლეთოდიანი, ია კოხრეიძე, ზაზა ჯიშკარიანი, ჯოკია კოპალიანი, ჯემალ მებუკე, თინა ჭელიძე, დავით სანოძე, ჯუმბერ კალანდაძე, ჯემალ გორდულაძე, გიორგი ვაშაკიძე, მაგდა ჯიშკარიანი, მარიამ ბახტაძე, ნინო ღურჯია - რომლებიც ქტიურად ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში და შეეცდებიან განახორციელონ თვითმმართველობის კოდექსითა და საბჭოს დებულებით დაკისრებული მოვალეობები: განიხილონ მერის სამუშაო გეგმები, ბიუჯეტის პროექტები, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და შეიმუშაონ შესაბამისი რეკომენდაციები და აქტუალური საკითხების ირგვლივ მოაწყონ საზოგადოებრივი განხილვები.
   სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, როგორც დამატებითი ბერკეტი მუნიციპალიტეტების საქმიანობის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის ხელშესაწყობად არის ეფექტური და ქმედუნარიანი ორგანო, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის დემოკრატიის ხარისხს თვითმმართველობაში.

   15 ნოემბრის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

  1. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩევა;
  2. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მდივნის არჩევა;
  3. 2019 წლის ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განხილვა - მომხსენებელი ლევან ჩიხლაძე - ხონის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი;

2019 წელს ხონის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა -  მომხსენებელი - ილია ყუფარაძე - ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი.