A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 257

სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - old.khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ახალი სასწავლო წელი დაიწყო

- 17/09/2018



სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლას ესტუმრა და პირველკლასელებს სწავლის დაწყება მიულოცა. საზეიმო განწყობითა და ლამაზი ღონისძიებებით შეეგებნენ მოსწავლეებს ხონის მუნიციპალიტეტის სხვა საჯარო სკოლებიც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიას, ქალაქის პირველ , მეორე და მეოთხე საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ და მოსწავლეებს,აღსაზრდელებს , პედაგოგებსა და ტექნიკურ პერსონალს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. 2018 სასწავლო წელს ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სულ 264 პირველკლასელი დარეგისტრირდა, ხოლო საბავშვო ბაღების ქსელში 804 აღსაზრდელი ჩაირიცხა.